Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„სტუდენტთა ჟურნალი სოციალურ მეცნიერებებში“ აცხადებს სტატიების მიღებას

თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის „სტუდენტთა ჟურნალი სოციალურ მეცნიერებებში“ (sjss.tsu.ge) აცხადებს სტატიების მიღებას ჟურნალის მომდევო ნომრისთვის.


ჟურნალი გამოსაქვეყნებლად იღებს ერთი ან ორი, ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტის/კურსდამთავრებულის მიერ შესრულებულ სტატიას. 


სტატია განსახილველად მიიღება მხოლოდ ხელმძღვანელის თანხმობის შემთხვევაში. ამისთვის სტატიის გამოგზავნისას ხელმძღვანელი უნდა ჩასვათ მიმოწერაში (CC-ში), სადაც მან საპასუხო წერილით უნდა დაადასტუროს თავისი თანხმობა.   

რედაქციაში შემოსული   სტატია ან მისი ნაწილი ჟურნალში მიღებამდე არ უნდა იყოს გამოქვეყნებული ან/და სხვა გამოცემაში დასაბეჭდად წარდგენილი.  პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში, ნაშრომი ავტომატურად მოიხსნება განხილვიდან და ავტორის მიერ მოწოდებული სხვა ტექსტები შემდგომში აღარ მიიღება. ერთ ნომერში შეიძლება გამოქვეყნდეს სტუდენტის მიერ ინდივიდუალურად ან თანაავტორობით შესრულებული ერთი სტატია. 

რედაქცია გამოსაქვეყნებლად მიიღებს მინიმუმ 2500 და მაქსიმუმ 5000 სიტყვამდე (დანართისა და ბიბლიოგრაფიის ჩათვლით) მოცულობის ტექსტს.

ჟურნალში წარმოდგენილი სტატია გაივლის შიდა რეცენზირებას საუნივერსიტეტო სივრცის შესაბამისი დარგის პროფესორთან. გამოქვეყნებამდე ავტორს, შესაძლოა, რამდენჯერმე მოუხდეს სტატიის გადამუშავება.

სტატიები მიიღება 2022 წლის 18 დეკემბრის ჩათვლით ელექტრონულ ფოსტაზე: sjss@tsu.ge.

დაგვიანებით ან მითითებული ინსტრუქციის გათვალისწინების გარეშე გამოგზავნილი ნაშრომები არ მიიღება.

ინსტრუქცია ავტორთათვის

 

საკონტაქტო პირი:

მაია კოტრიკაძე

ელ-ფოსტა: maia.kotrikaZe@tsu.ge

ტელეფონი: 577 77 55 25